
1 აპრილიდან დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება
06/03/2024 06:34:05 საზოგადოება
1 აპრილიდან დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე ცნობით, ამ მიზნით, 1 მარტიდან კონკრეტულ მისამართებზე უკვე განთავსებულია და მოქმედებს დროებითი მუნიციპალური პავილიონები.
„უფასო პარკირებით სარგებლობასთან დაკავშირებული შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ადგილობრივ მცხოვრებლებს მოვუწოდებ, დროულად მიმართონ აღნიშნულ პავილიონებს და დაარეგისტრირონ საკუთარი ავტომობილები.
პავილიონები განთავსებულია შემდეგ მისამართებზე:
- წერეთლის გამზირი #118 (გამოფენა „ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარედ)
- წერეთლის გამზირი #12ა-ს მიმდებარედ
- წერეთლის გამზირი #116
- წერეთლის გამზირი #76
- წერეთლის გამზირი #48
- წერეთლის გამზირის #140 (დიდუბის მეტროს მიმდებარედ)
- წყალტუბოს ქუჩა #10
აღნიშნული პავილიონები მუშაობს ყოველდღე, კვირისა და ორშაბათის გარდა, 9:00-დან 18:00 საათამდე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.