Accentnews.ge
„სუპერ სამშაბათის“ კენჭისყრაში ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი ლიდერობენ

„სუპერ სამშაბათის“ კენჭისყრაში ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი ლიდერობენ

06/03/2024 06:23:07 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატების შესარჩევად ერთდროულად 15 შტატში ჩატარებული პირველადი არჩევნების (primary) წინასწარი შედეგების თანახმად, "დემოკრატიული პარტიიდან" ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ლიდერობს, ხოლო "რესპუბლიკური პარტიიდან" – ექს–პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

თეთრი სახლისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეს დღე „სუპერ სამშაბათის“ სახელითაა ცნობილი და წელს 5 მარტს დაემთხვა. ამ დღემდე ჩატარებულ ყველა პირველად არჩევნებშიც ბაიდენმა და ტრამპმა გაიმარჯვეს. გამონაკლისი იყო ვაშინგტონი, სადაც ექს–პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაერო–ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ნიკი ჰეილიმ დაამარცხა.

რესპუბლიკელებმა პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად 5 მარტს არჩევნები ჩაატარეს ტეხასში, კალიფორნიაში, ალაბამაში, ალასკაში, არკანზასში, კოლორადოში, მეინში, მასაჩუსეტსში, მინესოტაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ოკლაჰომაში, ტენესიში, იუტაში, ვერმონტში, ვირჯინიაში და ასევე სამოაში(აშშ-ის ტერიტორია წყნარი ოკეანის სამხრეთში). დემოკრატებმა კენჭისყრა ჩაატარეს ყველგან, გარდა ალასკისა, სადაც პირველადი არჩევნები აპრილში გაიმართება.

ამერიკული ტელეკომპანიების და კვლევითი ორგანიზაცია Edison Research-ის წინასწარი დათვლით, პრაქტიკულად ყველგან ბაიდენმა და ტრამპმა გაიმარჯვეს. დონალდ ტრამპი მხოლოდ ვერმონტში დაამარცხა ნიკი ჰეილიმ.

  • დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წევრების მიერ პირველად არჩევნებში მიცემული ხმების საფუძველზე, პირველ ადგილზე გასულ კანდიდატებზე დელეგატების ხმები შტატების მიხედვით განაწილდება.
  • "რესპუბლიკური პარტიიდან" პრეზიდენტობის კანდიდატად წარსადგენად 2429 დელეგატიდან სულ მცირე 1215-ის ხმაა საჭირო, ხოლო დემოკრატიული პარტიიდან 3934 დელეგატიდან 1968-ის.
  • კანდიდატების შერჩევის პროცესი ივნისში დასრულდება, ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილ ყრილობებზე კი, რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიები ოფიციალურად დაასახელებენ პრეზიდენტობის კანდიდატებს.
  • აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S