
ინტერნეტის გლობალური გათიშვა მოჰყვა წითელ ზღვაში კაბელებზე ჰუსიტების თავდასხმას
05/03/2024 19:50:20 მსოფლიო
მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელების, პროვაიდერების და სერვისების მომხმარებლები გლობალური გათიშვის წინაშე დგანან. მათ შორის, Facebook, Instagram, YouTube, WhatsApp, TikTok არ იყო ხელმისაწვდომი.
გათიშვის პოტენციურ მიზეზებს შორისაა წითელ ზღვაში ინტერნეტ–მაგისტრალის დაზიანება. იემენის ჰუთმა მეამბოხეებმა შეძლეს წითელი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელების გაჭრა, რაც უზრუნველყოფს გლობალური ინტერნეტისა და ტელეკომუნიკაციების მუშაობას, – იუწყება Associated Press.
ოთხი წყალქვეშა კაბელია გადაჭრილი, მათ შორის აზია-აფრიკა-ევროპა 1 (AAE-1), განაცხადა ჰონგ კონგში დაფუძნებულმა პროვაიდერმა HGC Global Communications Limited-მა. დანარჩენი სამი დაზიანებული კაბელი არის Seacom, TGN და EIG. კომპანიის შეფასებით, ეს გავლენას ახდენს ტრაფიკის დაახლოებით 25%-ზე.
„პირველადმა ანალიზმა აჩვენა, რომ დაზიანებული საკაბელო სეგმენტები მდებარეობს სამხრეთ წითელ ზღვაში, იემენის იურისდიქციის ქვეშ“, - თქვა HGC-მ.