Accentnews.ge
უნგრეთმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება დაასრულა

უნგრეთმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება დაასრულა

05/03/2024 19:32:38 მსოფლიო

უნგრეთის პრეზიდენტმა ტამაშ შუიოკმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა. ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

ცნობილია, რომ ეს პრეზიდენტის რანგში მისი პირველი გადაწყვეტილებაა და ბოლო დაბრკოლება იყო შვედეთისთვის NATO-ში გაწევრიანების გზაზე. სწორედ უნგრეთი იყო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ 31 ქვეყანას შორის უკანასკნელი, რომელიც შვედეთის წევრობის რატიფიცირებას ამ დრომდე აყოვნებდა.

შვედეთმა NATO-ში წევრობის განაცხადი 2022 წლის გაზაფხულზე, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთთან ერთად შეიტანა. მანამდე ორივე ქვეყანა პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ათწლეულობის განმავლობაში იცავდა.

ამრიგად, უკანასკნელი დაბრკოლების გადალახვით შვედეთი ალიანსის 32-ე წევრი ხდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S