
ვიქტორია ნულანდი თანამდებობას ტოვებს
05/03/2024 18:59:10 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი თანამდებობას ტოვებს.
“ვიქტორია ნულანდმა შემატყობინა, რომ მომავალ კვირებში პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობის დატოვებას აპირებს“, - იუწყება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.
სახელმწიფო მდივნის თქმით, მან და პრეზიდენტმა ბაიდენმა მმართველობის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ჯონ ბასს სთხოვეს ნულანდის მოვალეობების შეასრულოს, სანამ მის შემცვლელს არ დაამტკიცებენ.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ნულანდის ლიდერობას დიპლომატები და საგარეო პოლიტიკის სტუდენტები კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ისწავლიან.
“მისი ძალისხმევები შეუცვლელი იყო უკრაინაში პუტინის ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის წინააღმდეგობაში, მისი სტრატეგიული დამარცხების უზრუნველყოფისთვის გლობალური კოალიციის ფორმირებაში, ასევე, უკრაინისთვის იმ დღის დაახლოებაში, როდესაც ის მყარად შეძლებს დგომას - დემოკრატიის, ეკონომიკისა და სამხედრო თვალსაზრისით”, - წერს ბლინკენი.