Accentnews.ge
მედია: არგენტინამ უკრაინას რუსეთში შეძენილი ვერტმფრენები გადასცა

მედია: არგენტინამ უკრაინას რუსეთში შეძენილი ვერტმფრენები გადასცა

05/03/2024 16:41:39 მსოფლიო

არგენტინამ უკრაინას ორი მრავალფუნქციური ვერტმფრენი Mi-171E გადასცა, რომლებიც რუსეთიდან ჰქონდა შეძენილი,– იტყობინება Financial Times.

ვერტმფრენების მიწოდება პირადად დაამტკიცა არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ.

თავდაპირველად მსგავსი შესაძლებლობის შესახებ გასული წლის ბოლოს წერდა უკრაინული მედია. ამ ცნობების თანახმად, შესაბამის შეთანხმებას 10 დეკემბერს ბუენოს აირესში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდმირ ზელენსკის ვიზიტის დროს მიაღწიეს.

"ამჟამად მოლაპარაკებები შვეულმფრენებისთვის არგენტინული მხარის კომპენსაციის პირობებზე მიმდინარეობს." - წერდა მედია წყაროებზე დაყრდნობით. ამასთან, წყაროების ცნობით, შეერთებულმა შტატებმა არგენტინას შვეულმფრენების ღირებულების ანაზღაურება დანიიდან F-16-ის გამანადგურებლების შესყიდვის პირველი ტრანშის ნაწილის კომპენსირებით შესთავაზა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S