
Facebook, Messenger და Instagram გაითიშა
05/03/2024 16:14:46 საზოგადოება
Facebook, Messenger და Instagram მსოფლიოს მასშტაბით გაითიშა.
სოციალური ქსელებით სარგებლობას ვერ ახერხებენ, მათ შორის, საქართველოშიც. გათიშვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
"ჩვენ ვიცით, რომ ხალხს გაუჩნდა ჩვენს პროდუქტებზე წვდომის პრობლემები. ვმუშაობთ ამაზე", - დაწერა "ტვიტერზე" Facebook-ის წარმომადგენელმა, ენდი სტოუნმა.
DownDetector-ზე შესული მომხმარებლის 75% ამბობს, რომ Facebook-ზე ავტორიზაციის გავლას საერთოდ ვერ ახერხებს, 17%-ს აპლიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, 8% კი Facebook-ის სამაგიდო ვერსიას ვერ იყენებს.
Messenger-ზე ავტორიზაციის გავლას მომხმარებელთა 56% ვერ ახერხებს, 29%-ს აპლიკაციაში შესვლა უჭირს, 15%-ს კი შეტყობინებების გავლა.
ანალოგიური პრობლები შეინიშნება Instagram-ზეც.