
ჰააგის სასამართლომ ორი რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის დაპატიმრების ორდერი გასცა
05/03/2024 13:58:15 მსოფლიო
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ორი რუსი სამხედრო მეთაურის, სერგეი კობილაშის და ვიკტორ სოკოლოვის დაპატიმრების ორდერები გამოსცა.ერთი რუსეთის ავიაციას ხელმძღვანელობს, მეორე – შავი ზღვის ფლოტს. მათ ომის დანაშაულებს ედავებიან.
სასამართლოს 5 მარტის განცხადების მიხედვით, კობილაში და სოკოლოვი ბრალდებულები არიან უკრაინაში სარაკეტო თავდასხმებზე 2022 წელის 10 ოქტომბრიდან მინიმუმ 2023 წლის 9 მარტამდე, რის შედეგადაც უკრაინის კრიტიკული ელექტრო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და დიდი საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო პირებს. სასამართლომ ასევე დაასკვნა, რომ სამოქალაქო პირებზე და ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზარალი ბევრად აღემატებოდა სარაკეტო იერიშებით მიღებულ სამხედრო სარგებელს.
უკრაინის პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას 2023-2024 წლის ზამთარში რუსეთის მხარის იერიშებს უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურაზე.