Accentnews.ge
გერმანელი ოფიცრების საუბარს დაუცველი საკომუნიკაციო არხის გამო მოუსმინეს

გერმანელი ოფიცრების საუბარს დაუცველი საკომუნიკაციო არხის გამო მოუსმინეს

05/03/2024 13:49:38 მსოფლიო

აუდიოკონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომლის დროსაც Taurus-ის რაკეტების ტექნიკური შესაძლებლობები განიხილებოდა, გამოიყენა ღია საკომუნიკაციო არხი. ამის შესახებ დღეს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

გერმანიის სამხედრო კონტრდაზვერვის გამოძიებამ დაადგინა, რომ მოსმენა შესაძლებელი გახდა საუბრის ერთ-ერთი მონაწილის მიერ ტექნიკური აღჭურვილობის „შეცდომით გამოყენების“ გამო. სინგაპურში მყოფმა ოფიცერმა Webex-ზე საუბრისას დაუშიფრავი არხი გამოიყენა. ”ამის გამო მოხდა მონაცემთა გაჟონვა”, - თქვა პისტორიუსმა და დასძინა, რომ ამჟამად ხარვეზი აღმოფხვრილია.

მისივე თქმით, "ძირითადად ყველა გერმანული საკომუნიკაციო სისტემა საიმედოა".

აუდიოკონფერენციის მონაწილეების მიმართ დისციპლინური გამოძიება დაიწყო და მისი დასრულების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილებები. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის „ნორმალური პროცესი“.

მანამდე RT-ის მთავარმა რედაქტორმა, კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა ინტერნეტში გამოაქვეყნა ბუნდესვერის მაღალი რანგის ოფიცრების აუდიოკონფერენციის ჩანაწერი. სავარაუდოდ, გენერალმა ინგო გერჰარციმ სამ კოლეგასთან ერთად განიხილა უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების მიწოდების საკითხი და სისტემის ტექნიკური შესაძლებლობა. ამასთან, შესაძლო სამიზნედ იყო ნახსენები ყირიმის ხიდი და რუსული არმიის საბრძოლო მასალის საცავი. თანამოსაუბრეები განიხილავენ მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის რაკეტების გამოყენების თეორიულ შესაძლებლობებს.

საუბრის გამოქვეყნების წინა დღეს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კვლავ განაცხადა უარი უკრაინაში ხსენებული რაკეტების მიწოდებაზე. კანცლერმა უარი იმით გაამართლა, რომ გერმანელი სამხედროები „არსად და არავითარ შემთხვევაში“ არ უნდა მონაწილეობდნენ ამ რაკეტების პროგრამირებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S