Accentnews.ge
ბელგოროდში, ნავთობსაცავში ხანძრის გაჩენის შესახებ იუწყებიან

ბელგოროდში, ნავთობსაცავში ხანძრის გაჩენის შესახებ იუწყებიან

05/03/2024 12:28:48 მსოფლიო

უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ გუბკინის რაიონში აფეთქების შედეგად ცეცხლი გაჩნდა მნიშვნელოვან ობიექტზე.

მედიის ცნობით, გლადკოვის მიერ ხსენებული ობიექტი ბელგოროდის ოლქის სოფელ დოლგოეში მდებარე ნავთობსაცავია, რომელიც რუსეთის სანავთობო გიგანტს, „როსნეფტს“ ეკუთვნის.

როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ იტყობინება, აფეთქება და ხანძარი უკრაინის დაზვერვის მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S