
ილია თოფურია საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩს საჩემპიონო ქამრით გახსნის
05/03/2024 09:52:31 საზოგადოება
21 მარტს ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში “დინამო არენაზე” ერთმანეთს საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
როგორც ცნობილი გახდა, მატჩს დაესწრება და საჩემპიონო ქამარს წარადგენს UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
ცნობისთვის: ილია თოფურიამ საჩემპიონო ქამარი პირველად 26 თებერვალს მადრიდის “რეალისა” და “სევილიას” მატჩისას “სანტიაგო ბერნაბეუზე” წარადგინა.