
8 მარტს ვიქტორ ორბანი და დონალდ ტრამპი შეხვედრას გამართავენ
05/03/2024 09:33:58 მსოფლიო
8 მარტს უნგრეთის პრემიერ–მინისტრი ვიქტორ ორბანი და აშშ–ის ექს–პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეხვედრას გამართავენ.
როგორც Reuters იუწყება, შეხვედრა ფლორიდაში გაიმართება.
ორბანს, რომელსაც ევროკავშირთან ხშირი დაპირისპირება აქვს თავისი ანტისაემიგრაციო კამპანიების და სასამართლო სისტემაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე სახელმწიფო კონტროლის გამაძლიერებელი ნაბიჯების გამო, ტრამპი "დიდ ლიდერს" უწოდებს.