Accentnews.ge
ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც საფრანგეთში არალეგალურად იმყოფებიან, სოფლის მეურნეობის სფეროში კანონიერად დასაქმება შეეძლებათ

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც საფრანგეთში არალეგალურად იმყოფებიან, სოფლის მეურნეობის სფეროში კანონიერად დასაქმება შეეძლებათ

05/03/2024 09:19:37 მსოფლიო

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც საფრანგეთში არალეგალურად იმყოფებიან, სოფლის მეურნეობის სფეროში კანონიერად დასაქმება შეეძლებათ. ამ მიზნით საფრანგეთის მთავრობა სოფლის მეურნეობის სექტორს დაამატებს იმ სფეროთა ჩამონათვალს, სადაც კადრების დეფიციტია.

საფრანგეთის ფერმერთა პროფკავშირი უკვე დიდი ხანია, ითხოვდა სოფლის მეურნეობის სექტორის იმ სფეროთა ნუსხაში შეტანას, სადაც კადრების დეფიციტია. მისი ცნობით, ყოველწლიურად მოსავლის აღების პერიოდში ამ სფეროში 70 000 სეზონური ვაკანსიაა შესავსები.

საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, არალეგალურ მიგრანტს, რომელსაც დასაქმების ნებართვის მიღება სურს, მოსთხოვენ დამამტკიცებელ საბუთს, რომ იგი საფრანგეთში სამი წლის განმავლობაში იმყოფება. (მანამდე სავალდებულო იყო საფრანგეთში ათი წელი ცხოვრება), ასევე საბუთს, რომ მას 12-ჯერ აქვს აღებული ხელფასი (ადრე მოითხოვდნენ 24 –ჯერ აღებული ხელფასის დამადასტურებელ დოკუმენტს). მუშაობის ნებართვა გაიცემა ერთი წლით და მისი ვადის გახანგრძლივება შესაძლებელია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S