Accentnews.ge
პროფკავშირი: სასამართლო დავა მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოიგო

პროფკავშირი: სასამართლო დავა მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოიგო

05/03/2024 08:36:29 საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან თემურ შარიქაძის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია და ეროვნულ მუზეუმს განაცდურის ანაზღაურება და კომპენსაცია დააკისრა, – ამის შესახებ ინფორმაციას მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი ავრცელებს.

"გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ ჩვენმა მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირმა მორიგი სასამართლო პროცესი მოუგო საქართველოს ეროვნული მუზეუმის ახალ ხელმძღვანელობას. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და პირადად თეა წულუკიანო, გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნანა შამათავამ 2024 წლის 5 მარტს გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე თემურ შარიქაძე სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ, რომლითაც ძირითადად დაკმაყოფილდა თემურ შარიქაძე სარჩელი.სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია თემურ შარიქაძის სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც თემურ შარიქაძე სამსახურიდან გათავისუფლდა, ასევე ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამასთან ეროვნულ მუზეუმს თემურ შარიქაძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 3000 ლარის ანაზღაურება, ვინაიდან სასამართლო, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩატარებული მავნებლური რეორგანიზაციის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ვერ დაავალდებულებს დასაქმებული აღადგინოს დაკავებულ თანამდებობაზე, რაც მუზეუმისთვის დიდი დანაკლისი იქნება.

დიდ მადლობას ვუხდით, დაუღალავი და მაღალკვალიფიციური შრომისთვის, ჩვენ ადვოკატებს დავით ომსარაშვილსა და სალომე სურმანიძეს. შეგახსენებთ, რომ ეს უკვე მე-16 სასამართლო პროცესია, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემიდან უკანონოდ და რეპრესიულად გათავისუფლებულმა ადამიანებმა მოიგეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინააღმდეგ! წინ კიდევ 70-მდე სარჩელია! ბრძოლა გრძელდება!", – ნათქვმია მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S