Accentnews.ge
პრემიერ–მინისტრი: ყველაფერი გაკეთდება საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენების დასანიშნად

პრემიერ–მინისტრი: ყველაფერი გაკეთდება საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენების დასანიშნად

05/03/2024 07:55:58 პოლიტიკა, ეკონომიკა

ყველაფერი გაკეთდება საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენების დასანიშნად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 2024 წელს საქართველოში გაიმართება ტურიზმის გლობალური სექტორისთვის ისეთი გამორჩეული ღონისძიება, როგორიც ბარის „მსოფლიო ტურიზმის დღე“.

„ქვეყანა უმასპინძლებს ტურიზმისა და ავიაციის სექტორის წამყვან ლიდერებს და კიდევ ერთხელ მოექცევა საერთაშორისო საზოგადოებისა და მედიის ეპიცენტრში. გარდა ამისა, საქართველო უმასპინძლებს სამქიმიანი ტურიზმის მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმს, ეს არის M&I 2024, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროპიდან. ეს ღონისძიება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგის გაუმჯობესებას საქმიანი ტურიზმის კუთხით. გარდა ამისა, მიმდინარე წელს ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ერთად დაგეგმილია კომპლექსური აქტივობები, რომლებიც მიმართულია ახალი სამიზნე ბაზრებისკენ, როგორიც არის ჩინეთი, აშშ, ინდოეთი და სხვა. ეს აქტივობები გაზრდის საქართველოს პოპულარობას და ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიის შემდგომ განვითარებას სერიოზულად შეუწყობს ხელს. საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ქვეყანაში ტურისტული მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესებისთვის. ჩვენ გვაქვს პატარა, მაგრამ ძალიან მრავალფეროვანი და ლამაზი ქვეყანა, შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ განვავითაროთ ახალი ტურისტული ადგილები ჩვენ ქვეყანაში. ასევე, ყველაფერი გაკეთდება საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენების დასანიშნად. ეს ყველაფერი გაკეთდება თანმიმდევრულად, კარგად გააზრებული პოლიტიკის შესაბამისად, როგორც ეს აქამდე კეთდებოდა“, - განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S