Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: მოსალოდნელია, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წელს 4.5 მლრდ დოლარს მიაღწევს

ირაკლი კობახიძე: მოსალოდნელია, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წელს 4.5 მლრდ დოლარს მიაღწევს

05/03/2024 07:48:46 პოლიტიკა, ეკონომიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წელს 4.5 მლრდ დოლარს მიაღწევს. ამის შესახებ მან ტურიზმისა და ავიაციის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას ისაუბრა.

"გასული წლების განმავლობაში ტურიზმი საქართველოში ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. კოვიდით განპირობებული შეფერხების შემდეგ, სწორი პოლიტიკის შედეგად, ტურიზმმა მალევე შეძლო აღდგენა და 2023 წელს საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. შარშან ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რითაც საქართველომ „კოვიდამდე“ არსებულ მაჩვენებელს 26% პროცენტით გადააჭარბა. ტურიზმი ასაქმებს ადამიანებს და ზრდის მათ შემოსავლებს. 2012 წლიდან სასტუმროებისა და რესტორნების ბრუნვა 4-ჯერ გაიზარდა. 28 ათასიდან 40 ათასამდე გაიზარდა სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. სამჯერ გაიზარდა სექტორში დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასი. სწრაფი ზრდით გამოირჩეოდა ავიაციის ინდუსტრიაც. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები ჯამურად მგზავრების რეკორდულ მაჩვენებელს 6 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ისტორიაში პირველად, მილიონ ნახევარი მგზავრი დაფიქსირდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. გვაქვს საფუძვლიანი მოლოდინი 2024 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. მოსალოდნელია, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წელს 4.5 მლრდ დოლარს მიაღწევს. ხოლო საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 6.8 მილიონ მგზავრს მოემსახურება“,- განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S