Accentnews.ge
სახელმწიფო სუროგატი დედის მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ხარჯებს აღარ აანაზღაურებს

სახელმწიფო სუროგატი დედის მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ხარჯებს აღარ აანაზღაურებს

05/03/2024 07:42:13 საზოგადოება

სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სუროგატი დედის მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ხარჯებს აღარ აანაზღაურებს. ამის შესახებ საუბარია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე 29 თებერვალს არის გამოქვეყნებული.

კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილება შევიდა და განისაზღვრა, რომ პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება სუროგატული დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯები.

დოკუმენტსი მითითებულია, რომ დადგენილება გამოქვეყნების მომენტიდან, ანუ 29 თებერვლიდან ძალაშია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S