Accentnews.ge
კიდევ ერთი რუსული ხომალდის განეიტრალების შესახებ იუწყებიან

კიდევ ერთი რუსული ხომალდის განეიტრალების შესახებ იუწყებიან

05/03/2024 06:48:44 მსოფლიო

უკრაინის დაზვერვამ ყირიმში რუსული ხომალდის „სერგეი კოტოვის“ დაზიანება დაადასტურა, იუწყება უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით.

როგორც აღინიშნა, დაზიანების დეტალები ზუსტდება.

რუსული წყაროები წერენ, რომ ღამით ყირიმს თავს დაესხნენ რაკეტებით და დრონებით - ერთ-ერთი სამიზნე სავარაუდოდ ქერჩის ხიდი იყო. ასევე ვარაუდობენ, რომ დარტყმის შედეგად ჩაიძირა რუსული საპატრულო ხომალდი პროექტ 22160–ის "სერგეი კოტოვი". ეკიპაჟის ბედი ჯერ–ჯერობით უცნობია.

პროექტი 22160 – საპატრულო გემებია (კორვეტები). რუსეთში ოთხი მათგანია წყალზე - "ვასილი ბიკოვი", "დიმიტრი როგაჩოვი", "პაველ დერჟავინი" და "სერგეი კოტოვი".

ქერჩში 5 მარტის ღამეს აფეთქებების ხმები გაისმა, ნახევარკუნძულთან რუსეთის დამაკავშირებელი ქერჩის ხიდი გადაკეტეს. დილით, დაახლოებით რვა საათის შემდეგ, ხიდზე მოძრაობა აღდგა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S