Accentnews.ge
მედია: ევროკომისია ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიის ომის ეკონომიკის რეჟიმში გადაყვანას სთავაზობს

მედია: ევროკომისია ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიის ომის ეკონომიკის რეჟიმში გადაყვანას სთავაზობს

05/03/2024 06:26:06 მსოფლიო

ევროკომისია ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიის ომის ეკონომიკის რეჟიმში გადაყვანას სთავაზობს, – იუწყება Reuters.

მისი ცნობით, ევროკომისარი მრეწველობის საკითხებში ტიერი ბრეტონი წარადგენს წინადადებებს იმისთვის, რომ წაახალისოს ევროკავშირის ქვეყნები, მეტი იარაღი შეისყიდონ ევროპული კომპანიებისგან და ასეთ ფირმებს წარმოების შესაძლებლობების გაზრდაში დაეხმარონ.

ბრეტონის თქმით, აშშ–ის ექს–პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კიდევ ერთხელ გაპრეზიდენტების შესაძლებლობა, რომელიც ნატო-ს მიმართ ვაშინგტონის ვალდებულებას ეჭვქვეშ აყენებს, ნიშნავს, რომ ევროპამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს საკუთარი თავის დასაცავად.

„არსებულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, იმისგან დამოუკიდებლად რა იქნება ჩვენი მოკავშირეების არჩევნების შედეგები ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ“, - აღნიშნა ბრეტონმა.

გამოცემის ინფორმაციით, ბრეტონის წინადადებები მოიცავს აშშ-ის საგარეო სამხედრო გაყიდვების სქემის ევროპული ვერსიის შექმნას, რომლის მიხედვით, შეერთებული შტატები სხვა მთავრობებს ამერიკული კომპანიებისგან იარაღის შეძენაში ეხმარება. კიდევ ერთი წინადადება საშუალებას მისცემს ევროკავშირს, აიძულოს იარაღის მწარმოებელი ევროპული კომპანიები, კრიზისის დროს პრიორიტეტი ევროპულ შეკვეთებს მიანიჭონ. იმისთვის, რომ წინადადებები რეალობად იქცეს, ის ევროკავშირის 27-ვე წევრმა სახელმწიფომ და ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S