Accentnews.ge
მგზავრებს შორის ჩხუბის გამო მემინგენი-ქუთაისის რეისი რუმინეთში ავარიულად დაეშვა

მგზავრებს შორის ჩხუბის გამო მემინგენი-ქუთაისის რეისი რუმინეთში ავარიულად დაეშვა

05/03/2024 06:13:11 საზოგადოება

ავიაკომპანია „ვიზეარის“ მემინგენი-ქუთაისის რეისი რუმინეთში ავარიულად დაეშვა.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ავარიული დაშვების მიზეზი მგზავრებს შორის დაწყებული კონფლიქტი გახდა.

გამოცემის ცნობით, კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის დაიწყო.

როგორც გამოცემა იუწყება, ბორტზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რუსეთის მოქალაქე გოგოს ავიწროებდა და კონფლიქტის დაწყების მიზეზი სწორედ ეს გახდა.

"ჩემი მეგობარი მგზავრობს აღნიშნული რეისით, როგორც მითხრა, რუსი იყო მთვრალი, რომელიც იგინებოდა და მანდვე მჯდომ გოგოს ავიწროებდა, ქართველი გამოესარჩლა და ტელეფონით გაუხეთქა შუბლი. ჩხუბისა და ალიაქოთის გამო, დროებით ავარიულად დაეშვა რუმინეთში თვითმფრინავი, ქართველები და რუსიც ჩაიყვანეს", - აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S