Accentnews.ge
საქაერონავიგაცია განმარტავს, რატომ ვერ მიიღო ქუთაისის აეროპორტმა ათენიდან მომავალი თვითმფრინავი

საქაერონავიგაცია განმარტავს, რატომ ვერ მიიღო ქუთაისის აეროპორტმა ათენიდან მომავალი თვითმფრინავი

04/03/2024 18:35:40 საზოგადოება

საქაერონავიგაციაში აცხადებენ, რომ ქუთაისის აეროპორტმა ათენიდან მომავალი თვითმფრინავი სანავიგაციო შუქ-ტექნიკის ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მიიღო.

"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სანავიგაციო შუქ-ტექნიკის ტექნიკური ხარვეზის გამო ათენის-ქუთაისის რეისის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.

შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობს მუშაობა, რათა ოპერატიულად აღმოიფხვრას ტექნიკური ხარვეზი და ქუთაისის აეროპორტი დაუბრუნდეს ჩვეულ ოპერირებას", - ნათქვამია საქაერონავიგაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S