Accentnews.ge
მოქალაქეებისთვის, რომელთა პირადობის მოწმობებსა და პასპორტებში მითითებული დაბადების თარიღი განსხვავდება დაბადების აქტებისა და მოწმობებში არსებული თარიღისგან, სპეციალურ კანონს მიიღებენ

მოქალაქეებისთვის, რომელთა პირადობის მოწმობებსა და პასპორტებში მითითებული დაბადების თარიღი განსხვავდება დაბადების აქტებისა და მოწმობებში არსებული თარიღისგან, სპეციალურ კანონს მიიღებენ

04/03/2024 17:38:50 საზოგადოება

საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა პირადობის მოწმობებსა და პასპორტებში მითითებული დაბადების თარიღი მათივე დაბადების აქტების ჩანაწერებში და დაბადების მოწმობებში მითითებული დაბადების თარიღისგან განსხვავდება, პარლამენტი სპეციალურ კანონს მიიღებს.

ამ მიმართულებით “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებები ხორციელდება, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიიღებს.

პროექტის თანახმად, თუ 2024 წლის 1 მაისამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული დაბადების თარიღი განსხვავდება მისი მფლობელის დაბადების აქტის ჩანაწერში ან/და დაბადების მოწმობაში მითითებული მისივე დაბადების თარიღისაგან, 2024 წლის 1 მაისის შემდეგ ამ პირზე გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ყოველ ახალ მოწმობასა და საქართველოს მოქალაქის ყოველ ახალ პასპორტზე მისი თანხმობით დაიტანება იგივე დაბადების თარიღი, რომელიც 2024 წლის 1 მაისამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ აღნიშნულ დოკუმენტშია მითითებული.

ამასთან, პროექტში მიეთითება, რომ საქართველოს მოქალაქის პირადობის ზემოხსენებულ ახალ მოწმობაზე ან საქართველოს მოქალაქის ახალ პასპორტზე დატანილი ჩანაწერი (დაბადების თარიღი) არ შეიძლება, გახდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის/პასპორტის გაუქმების საფუძველი.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი და დავით მათიკაშვილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S