Accentnews.ge
ალბანეთმა NATO-ს თვითმფრინავებისთვის კუჩოვში საჰაერო ბაზა გახსნა

ალბანეთმა NATO-ს თვითმფრინავებისთვის კუჩოვში საჰაერო ბაზა გახსნა

04/03/2024 17:03:41 მსოფლიო

რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხის ფონზე ალბანეთმა NATO-ს თვითმფრინავებისთვის კუჩოვში საჰაერო ბაზა გახსნა, – ამის შესახებ ალბანეთის პრემიერ–მინისტრმა ედი რამამ განაცხადა.

მან ბაზის ამოქმედება "უსაფრთხოების კიდევ ერთი ელემენტად" შეაფასა, რადგან არ გამორიცხა, რომ რეგიონს "შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს რუსეთის ფედერაციის ნეოიმპერიალისტური საფრთხეებისა და ამბიციების გამო".

არსებული ინფორმაციით, NATO-მ საბჭოთა ეპოქის პერიოდში არსებული ბაზის განახლება 50 მილიონი ევროთი დააფინანსა. დაფინანსება საკონტროლო კოშკის, ასაფრენი ბილიკების, ანგარებისა და საწყობების რემონტს მოიცავდა.

როგორც ედი რამამ განაცხადა, ტირანა NATO-სთან ასევე განიხილავს ალბანეთში საზღვაო ბაზის შექმნას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S