
შმიგალი: უკრაინა მზადაა მილიონზე მეტი დრონის წარმოებისთვის
04/03/2024 16:34:58 მსოფლიო
"უკრაინის ბიზნესი და ბაზარი მზადაა მილიონზე მეტი დრონის წარმოებისთვის", - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ–მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.
მისი თქმით, ამისათვის დაახლოებით, 40 მილიარდი გრივნა ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოიყო.
"2024 წელს, საკუთარი იარაღის წარმოების გასაძლიერებლად ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. პრეზიდენტმა მიზნად 1 მილიონი დრონი დაისახა. უკრაინის ბიზნესი და ბაზარი მზადაა მილიონზე მეტი დრონის წარმოებისთვის", - განაცხადა შმიგალმა.