
მედია: პოლონეთში უცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოვარდა, რომელიც შესაძლოა, რუსეთიდან შეფრენილიყო
04/03/2024 13:13:04 მსოფლიო
პოლონეთში, სოფელ ვარკალკის მინდორში უცნობი მფრინავი ობიექტი აღმოაჩინეს, რომელსაც ახლა პოლიცია იცავს. ამის შესახებ RMF24 იუწყება.
ინციდენტის შესახებ პოლიციას ადგილობრივმა შეატყობინა, რომლის ეზოშიც დაეცა ობიექტი.
ეჭვობენ, რომ ეს არის საჰაერო ბუშტი. მას პოლონელ სამხედროებს გადასცემენ.
არაოფიციალური ინფორმაციით, ბუშტი რუსეთის ფედერაციის კალინინგრადის ოლქის ტერიტორიიდან შეფრინდა პოლონეთის ტერიტორიაზე.
დამატებითი ცნობები არ ვრცელდება.