
მედია: ევროკომისია უკრაინის ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერის სქემაში ჩართვას შესთავაზებს
04/03/2024 13:05:41 მსოფლიო
ევროკომისია უკრაინას შესთავაზებს, გახდეს ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერის სქემის სრულუფლებიანი წევრი, რაც ხელს შეუწყობს კიევის გამოცდილების ათვისებას და ევროკავშირის წევრობასთან დაახლოებას. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის წინადადების პროექტში, რომელიც Euractiv-მა შეისწავლა.
ევროპის თავდაცვის საინვესტიციო პროგრამის (EDIP) წინადადების სამი ძირითადი მიზანიდან ერთ-ერთი არის ნაბიჯი, რომელიც „ხელს შეუწყობს უკრაინის თავდაცვის ტექნოლოგიური და ინდუსტრიული ბაზის აღდგენას, რეკონსტრუქცი–მოდერნიზაციას და პროგრესულ ინტეგრაციას ევროპაში, რითაც ხელს შეუწყობს ურთიერთსტაბილურობას, უსაფრთხოებას, მშვიდობას, კეთილდღეობა და მედეგობას“.
ამ მიზნის მისაღწევად, უკრაინას უნდა მიეცეს უფლება, გახდეს ნებისმიერი კონსორციუმის სრულუფლებიანი წევრი ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან სამხედრო ტექნიკის ერთობლივი შესყიდვისთვის, ჰქონდეს წვდომა ევროკავშირის ფონდებზე და გათავისუფლდეს დღგ-სგან ერთობლივი საკუთრების შემთხვევაში, – ნათქვამია პროექტში.
იუწყებიან, რომ EDIP რეგლამენტს ევროკომისია წარადგენს სამშაბათს, 5 მარტს, ევროკავშირის საერთო პოლიტიკური თავდაცვის სტრატეგიასთან ერთად.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, უკრაინას განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა პროგრამაში, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის სახსრებით ერთობლივი ევროპული იარაღის შესყიდვის მხარდაჭერას და ევროკავშირის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის გაძლიერებას.
ევროკავშირის მიერ მიღებული წინა თავდაცვის ინდუსტრიული პროგრამები არასდროს განიხილაცდა არც ერთი მესამე ქვეყნის სრულ მონაწილეობას სქემებში, გარდა ნორვეგიისა.
უკრაინის EDIP-ში გაწევრიანება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ევროპული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ჩამოყალიბებაში, თუ გავითვალისწინებთ კიევის ორწლიანი გამოცდილებას თავდაცვის ტექნიკის გამოყენებაში და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. იმის გამო, რომ უკრაინას სჭირდება დიდი რაოდენობით თავდაცვითი პროდუქტები, განსაკუთრებით საბრძოლო მასალა და დრონები, კიევი მუშაობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების კომპანიებთან ერთობლივი საწარმოების შექმნაზე, უშუალოდ ევროკავშირის ინდუსტრიიდან შესყიდვისა და დიდი დრონების წარმოების შესაძლებლობების განვითარებაზე. ორწლიანმა ომმა ასევე მისცა უკრაინის არმიას თანამედროვე იარაღის გამოცდისა და გამოყენების გამოცდილება,– აღნიშნავენ დამკვირვებლები.
პროექტის მიხედვით, „უკრაინის თავდაცვის ტექნოლოგიური და სამრეწველო ბაზის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის ხელშეწყობა“ არის გზა „კავშირისა და მისი წევრი ქვეყნების თავდაცვითი შესაძლებლობების მხარდასაჭერად“. ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, ევროკავშირის ინდუსტრია აწყდება გამოწვევებს, რათა დააჩქაროს წარმოება, სანამ ელოდება კონტრაქტებს ცივი ომის შემდეგ ათწლეულების განმავლობაში არასაკმარისი ინვესტიციების შემდეგ.
”მაღალი ინტენსივობის კონფლიქტის პირობებში, უკრაინის თავდაცვის, ტექნოლოგიური და ინდუსტრიული ბაზა იძულებული გახდა, გადასულიყო ომის ეკონომიკის მოდელზე”, - ნათქვამია თავდაცვის სტრატეგიის პროექტში და, შესაბამისად, ”იქცევა ქვეყნის ომის შემდგომი პერიოდის ეკონოიკის ერთ-ერთ საუკეთესო მამოძრავებელად და თავდაცვის ინდუსტრიული მზადყოფნის საცდელ ადგილად.“
უკრაინის და ევროპულ ინდუსტრიებს შორის თანამშრომლობა არის „უსაფრთხოების ვალდებულებების“ მთავარი ასპექტი, რომელიც ევროკავშირის დიპლომატიურმა სამსახურმა განიხილა უკრაინასთან.
„უკრაინა არის და იქნება ევროკავშირის მზარდი პარტნიორი თავდაცვის ინდუსტრიულ სექტორში, განსაკუთრებით მისი სრული გაწევრიანების პროცესის გათვალისწინებით“, - ნათქვამია თავდაცვის სტრატეგიის გამოუქვეყნებელ ტექსტში.
დოკუმენტის პროექტი ასევე ითვალისწინებს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ცალკე ბიუჯეტს. დოკუმენტში არ არის მითითებული საერთო ფინანსური პაკეტი, თუმცა, ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, ის მინიმუმ 1,5 მილიარდი ევრო უნდა იყოს.
თუმცა, როგორც პროექტშია აღნიშნული, უკრაინას გეგმის მიხედვით რამდენიმე წესის დაცვა მოუწევს. ეს წესები თანხვედრაშია წინაპირობებთან, რომლებიც მან უნდა შეასრულოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
უკრაინამ უნდა „განაგრძოს ეფექტური დემოკრატიული მექანიზმების მხარდაჭერა და პატივისცემა, მათ შორის მრავალპარტიული საპარლამენტო სისტემის და კანონის უზენაესობის და უზრუნველყოს ადამიანის უფლებების პატივისცემა, მათ შორის უმცირესობების".
ევროკომისია ასევე განიხილავს „უსაფრთხოების კონტექსტის“ შეფასებას, რათა შეაფასოს მისი მომავალი მხარდაჭერა.