Accentnews.ge
მედია: "წადით თქვენი***!" სახელმწიფო კომპანიების თანამშრომლებმა პუტინისთვის ხმის მიცემაზე უარის თქმა დაიწყეს

მედია: "წადით თქვენი***!" სახელმწიფო კომპანიების თანამშრომლებმა პუტინისთვის ხმის მიცემაზე უარის თქმა დაიწყეს

04/03/2024 12:18:47 მსოფლიო

კრემლს პრობლემები წარმოექმნა სახელმწიფო კომპანიებში დასაქმებულ პირთა მობილიზების კუთხით რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, – განუცხადა "მედუზას" რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოთანამშრომლე პოლიტტექნოლოგმა.

მისი თქმით, წინა წლებში სახელმწიფო კომპანიების თანამშრომლების იძულება, მიეცათ ხმა, სირთულეს არ წარმოადგენდა - ბევრს აშინებდა სამუშაო ადგილის დაკარგვა. თუმცა, ახლა მუშებს ესმით: შრომის ბაზარზე დეფიციტია, ამიტომ მათ არავინ გაათავისუფლებს უბანზე წასვლაზე უარის თქმის გამო, – ამბობს გამოცემის თანამოსაუბრე.

მისი თქმით, ძალიან ხშირად, მენეჯმენტის მცდელობის საპასუხოდ, ხალხი ამბობს: „წადით თქვენი ***! არ მინდა და რას მიზამთ? ჩემს ნაცვლად იმუშავებთ?".

ამავდროულად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკურ ბლოკის წინაშე დგას ამოცანა, უზრუნველყონ მაღალი – 70-80% – აქტივობა, ისევე როგორც ვლადიმირ პუტინის შედეგი - 80%-ზე მეტი.

მანამდე, აქტივობის საკითხის გადასაჭრელად, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უბრძანა პარტია „ერთიანი რუსეთის“ წევრებს, საჯარო მოხელეებს და სახელმწიფო კომპანიების თანამშრომლებს, ხალხი მიიყვანონ საარჩევნო უბნებზე. ამრიგად, პარტიის წევრებმა უნდა მოიყვანონ 10 ადამიანი, საჯარო მოხელეები - სამი, სახელმწიფო კომპანიების თანამშრომლებმა - ორი. ადამიანები, რომლებიც ფულს იღებენ სახელმწიფოსგან, „ვალდებულნი არიან დაეხმარონ“ ხელისუფლებას, განმარტა ლოგიკა "მედუზასთან" კრემლთან დაახლოებულმა წყარომ.

დავალების მიხედვით, პარტიის წარმომადგენელმა, საჯარო მოხელეებმა და სახელმწიფო კომპანიების თანამშრომელმა მენეჯმენტს უნდა მიაწოდოს იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც მიიყვანეს არჩევნებზე, ასევე ტელეფონის ნომრები და ელექტრონული ფოსტის მისამართები. მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე.

იმისათვის, რომ კრემლი დააკვირდეს პროცესს, არჩევნებში ჩართული ყველა პირი უნდა დარეგისტრირდეს დისტანციური ელექტრონული ხმის მიცემის სისტემაში (DEG), ხოლო რეგიონებში, სადაც ასეთი ვარიანტი არ არსებობს, აქტივობა კონტროლდება QR კოდების გამოყენებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S