
რუსეთში კლუბთან შეკრებილი ხალხიც აშინებთ
04/03/2024 12:00:41 მსოფლიო
პეტერბურგში უსაფრთხოების ძალებმა მომღერალ გენადი ჩერნეცოვის კონცერტი ჩაშალეს, – განუცხადა OVD-Info-ს ერთ-ერთმა მაყურებელმა.
”პოლიტიკით არ ვარ დაკავებული, სასიყვარულო სიმღერებს ვმღერი",– თქვა მუსიკოსმა დაკავებისას. VKontakte-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს მიხედვით, მომღერალი სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა ადამიანებმა პირდაპირ Action club-ის სცენიდან წაიყვანეს.
დაწესებულების დირექტორის ლევ ტორსკის თქმით, პოლიციამ თავისი ვიზიტი ქუჩაში შეკრებილ ხალხით ახსნა.
საბოლოოდ მუსიკოსი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მის წინააღმდეგ შედგა ოქმი "საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევით მოქალაქეთა მასობრივი შეკრების ორგანიზების" შესახებ ადმინისტრაციული მუხლით და გაათავისუფლეს.
უშიშროების ძალების ცნობით, 50 კაციანი რიგის გამო, ფეხით მოსიარულეები იძულებულნი გახდნენ, საავტომობილო გზაზე გასასულიყვნენ, რამაც "სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა".