Accentnews.ge
სამხრეთმა კორეამ და აშშ-მა მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყეს

სამხრეთმა კორეამ და აშშ-მა მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყეს

04/03/2024 11:38:02 მსოფლიო

დღეს სამხრეთმა კორეამ და შეერთებულმა შტატებმა მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყეს.

მხარეების ცნობით, ყოველწლიური სამხედრო სწავლების „მშვიდობის ფარი“ მიზანია, გააძლიეროს ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მზადყოფნა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომდინარე ბირთვულ საფრთხესთან გასამკლავებლად მას შემდეგ, რაც ფხენიანმა რაკეტების გამოცდის ინტენსივობა გაზარდა და აგრესიული რიტორიკა გააძლიერა.

სამხედრო სწავლება 11 დღეს გასტანს.

წარსულში მოწინააღმდეგეთა ერთობლივი სამხედრო წვრთნების საპასუხოდ ჩრდილოეთი კორეა იარაღის პროვოკაციულ გამოცდას აწყობდა ხოლმე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S