
მედვედევმა ამჯერად მთელი უკრაინა გამოაცხადა "რუსეთის ტერიტორიად"
04/03/2024 11:17:54 მსოფლიო
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ამჯერად უკრაინის მთელი ტერიტორია გამოაცხადა "რუსეთის ნაწილად", "მიუხედავად უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებებისა" და განაცხადა, რომ მოსკოვი "აპირებს მის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას".
„ერთხელ უკრაინის ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა თქვა, რომ უკრაინა რუსეთი არ არის. ეს კონცეფცია სამუდამოდ უნდა გაქრეს. უკრაინა, რა თქმა უნდა, რუსეთია“, - ამტკიცებდა მედვედევი ერთ–ერთ ღონისძიებაზე გამოსვლისას. მას კრემლის პროპაგანდისტული რესურსი TASS ციტრებს..
მისი თქმით, დნეპრის ორივე ნაპირზე არსებული ტერიტორიები „რუსეთის სტრატეგიული ისტორიული საზღვრების განუყოფელი ნაწილია, ამიტომ, ყველა მცდელობა მათი იძულებით შეცვლისა და სწრაფად გაწყვეტის, განწირულია“. ამ ფონზე ის კრემლის ოპონენტებს მიმართავს, „რუსეთს არ სჭირდება სხვისი მიწები, მაგრამ საკუთარს არ დათმობს“.
ამასთან, ქვეყნის წარმომადგენლები, რომელმაც სრულმასშტაბიანი ომი გააჩაღა მეზობელ ქვეყანაში, ყოველდღიურად ბომბავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში უზარმაზარი მსხვერპლი სდევს თანს, ირწმუნება, რომ რუსეთისთვის "არაფერია უკრაინაში ღირებული გარდა ხალხისა":
"ხალხს არ დავთმობთ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ბოლომდე მივა და მიაღწევს „ნეონაცისტების კაპიტულაციას“.
თებერვლის ბოლოს მედვედევმა კიევს და ოდესას რუსული ქალაქები უწოდა.
მხოლოდ ფსიქიატრიული დახმარება შეგვიძლია, ვურჩიოთ,– ასე უპასუხა ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებაზე.
“როგორც წესი, კომენტარს არ ვაკეთებთ ხოლმე უცნაურ განცხადებებზე, განსაკუთრებით ისეთი ხალხისგან, რომლებიც სასოწარკვეთით ეძებენ ყურადღებას და მარადიული #2 არიან. თუმცა სასიამოვნოა, რომ ადამიანი, რომელიც თქვენ ახსენეთ, საჯაროდ გვიზიარებს თავისი ფსიქიკური მდგომარეობის დიაგნოზს. ვფიქრობ, ჩვენ მხოლოდ კონსულტაციისა და ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეგვიძლია. თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსეთის სახელმწიფოს იმ მილიარდებით, რომლებსაც ტყუილად ხარჯავს უკრაინის წინააღმდეგ უკანონო ომში, რეალურად ჰქონდეს სოციალურ დახმარებასა და ხალხისთვის ჯანდაცვაში ინვესტირების შესაძლებლობა,” - განაცხადა სტანომ.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის მზაობას, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა.