
პოლიციამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან გაუჩინარებული 13 წლის გოგო და 16 წლის ბიჭი იპოვა
04/03/2024 09:50:08 საზოგადოება
პოლიციამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან გაუჩინარებული არასრულწლოვანები იპოვა. მათ სამართალდამცველები და ოჯახი 6 დღის განმავლობაში ეძებდნენ.
სად იმყოფებოდნენ მოზარდები და რა გახდა სახლიდან წასვლის მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.
ამ დრომდე არსებობს ეჭვი, რომ მე-7 კლასის მოსწავლე, ცოლად მოყვანის მიზნით, 16 წლის ბიჭმა გაიტაცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმე აღძრულია თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით. სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული სულ მცირე 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.