Accentnews.ge
პეტერბურგში, რუსეთის სტრატეგიულ ობიექტზე კვლავ შეაღწია დრონმა

პეტერბურგში, რუსეთის სტრატეგიულ ობიექტზე კვლავ შეაღწია დრონმა

04/03/2024 09:41:18 მსოფლიო

"პეტერბურგის ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე" თვითმფრინავის ტიპის დრონი იპოვეს 20 კგ ასაფეთქებელი ნივთიერებით,– იტყობინება ტელეგრამ–არხი "ბაზა".

არხის ცნობით, 7–მეტრიანი ფრთადაზიანებული დრონი წინა დღეს იპოვეს ტერიტორიის შემოვლისას.

ვარაუდობენ, რომ დრონი იქ 2 მარტის საღამოს ლენინგრადის რაიონზე დრონებით შეტევის შემდეგ მოხვდა, რომლის შესახებაც გუბერნატორი ალექსანდრე დროზდენკო იუწყებოდა. "საწარმოში გაიგეს, როგორ დაფრინავდა დრონი No1201 რეზერვუარის მიდამოში".

არხის ცნობით, "ექსპერტებმა გაარკვიეს, რომ დრონი აღჭურვილი იყო იტალიური კომპანია Gilardon-ის მიერ წარმოებული ორცილინდრიანი ძრავით. მოწყობილობა განეიტრალდა".

თვენახევრის განმავლობაში უკვე მეორედ მოხდა მსგავსი ინციდენტი სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალზე. მანამდე საწარმოს ტერიტორიაზე თვითმფრინავი 18 იანვარს დაეცა - უკრაინაში რუსეთის შემჭრის დაწყებიდან ლენინგრადის რეგიონზე პირველი თავდასხმის დროს. მედიის ცნობით, ხანძარი 130 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩნდა.

პეტერბურგის ნავთობტერმინალმა ფუნქციონირება 1996 წელს დაიწყო ფინეთის ყურის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ეს არის რუსული ნავთობპროდუქტების გადაზიდვის ყველაზე დიდი ობიექტი ბალტიის რეგიონში: მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 12,5 მილიონი ტონაა. 2022 წელს 8,8 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტების გადაზიდვა მოხდა, შემდეგ კომპანიის შემოსავალმა შეადგინა 6,6 მილიარდი რუბლი, წმინდა მოგება - 3,6 მილიარდი რუბლი. ტერმინალი სტრატეგიულად ობიექტადაა აღიარებული. იმავდროულად სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის რეგიონზე დროჯებით შეტევები გახშირდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S