Accentnews.ge
უკრაინის ომის ყოფილმა მონაწილემ რუსეთის ბრიანსკის ოლქის რკინიგზაზე დივერსია მოაწყო

უკრაინის ომის ყოფილმა მონაწილემ რუსეთის ბრიანსკის ოლქის რკინიგზაზე დივერსია მოაწყო

04/03/2024 09:28:52 მსოფლიო

რუსეთის ბრიანსკის ოლქში უკრაინის ომის მონაწილე რკინიგზაზე დივერსიის ჩადენის ბრალდებით დააკავეს. ტელეგრამ–არხ "ბაზას" ცნობით, დაკავებულმა აღიარა, რომ მონაწილეობდაგადამრთველი კაბინეტის დაწვაში ჩერნეტს - პოლპინსკაიას მონაკვეთზე.

ხანძარი 25 თებერვალს გაჩნდა. როგორც იუწყებიან, მეორე დღეს პოლიციამ ტერიტორიაზე ქურთუკი იპოვა დამწვარი სახელოებით. მისი მფლობელი სოფელ კლიმოვოს მკვიდრი 21 წლის ნიკოლაი აღმოჩნდა. დაკითხვისას მან "აღიარა, რომ ცეცხლი გააჩინა უცნობი ადამიანების ბრძანებით, რომლებმაც მას 40 ათასი მანეთი გადაუხადეს". ამ საქმეზე ბრიანსკის სატრანსპორტო კოლეჯის 16 წლის სტუდენტიც დააკავეს.

გარდა ამისა, ნიკოლაიმ "თქვა, რომ 3 მარტს გეგმავდა მორიგი ხანძრის გაჩენას რკინიგზაზე, კრასნი პროფინტერნის სადგურის გვერდით".

"ბაზას" ცნობით, 2023 წლის მაისში, ნიკოლაიმ, რომელიც გასამართლებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, გააფორმა კონტრაქტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და საბრძოლველად წავიდა უკრაინაში "შტორმის" (ყოფილი მსჯავრდებულებით დაკომპლექტებული) რაზმის შემადგენლობაში. ექვსი თვის შემდეგ შეწყალება მიიღო და რუსეთში დაბრუნდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S