Accentnews.ge
სასჯელს ომში მონაწილეობით გაქცეულმა რუსმა სამხედრომ კვლავ სასტიკი მკვლელობა ჩაიდინა

სასჯელს ომში მონაწილეობით გაქცეულმა რუსმა სამხედრომ კვლავ სასტიკი მკვლელობა ჩაიდინა

04/03/2024 09:16:04 მსოფლიო

ჩიტას რაიონულმა სასამართლომ 22 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ცირენ-დორჟი ცირენჟაფოვს, რომელმაც უკრაინაინის ომიდან დაბრუნების შემდეგ კამათის დროს დაახრჩო მსხვერპლი.

ირკვევა, რომ კაცმა მკვლელობა მეორედ ჩაიდინა. 2020 წელს ასევე 14–წლიან სასჯელს იხდიდა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის. კერძოდ, მან ნასვამ მდგომარეობაში 18 წლის ადგილობრივი ეკატერინა სკვორცოვა ხელებით დაახრჩო, შემდეგ ცხედარი დაანაწევრა. ცირენჟაფოვმა სხეულის ნაწილები გარეთ გაიტანა და მდინარეში გადაყარა, ხოლო შემდეგ სმა განაგრძო. მამაკაცი მოკლულის ბინაში დააკავეს მას შემდეგ, რაც ბავშვებმა ეზოში მოკლული ქალის თავი იპოვეს.

პირველი განაჩენის მიხედვით, კაცი ციხეში 2034 წლამდე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ომი წავიდა, შესაბამისად, მხოლოდ სამი წელი მოიხადა.

რუსულ მედიაში ხშირად ჩნდება ცნობები უკრაინის ომიდან დაბრუნებულ პირთა მხრიდან ჩადენილი მძიმე დანაშაულების შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S