Accentnews.ge
ლიეტუვა 11 მარტიდან დაიწყებს რუსეთში რეგისტრირებული მანქანების კონფისკაციას

ლიეტუვა 11 მარტიდან დაიწყებს რუსეთში რეგისტრირებული მანქანების კონფისკაციას

04/03/2024 08:42:00 მსოფლიო

რუსეტში რეგისტრირებულმა მანქანებმა ლიეტუვა 11 მარტამდე უნდა დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მფლობელებს ჩამოართმევენ, – ამ გაფრთხილებით ლიეტუვას საბაჟო სამსახური გამოვიდა.

ხუწყების ინფორმაციით, ქვეყანაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც არანაირი ქმედება არ მიუღიათ მოსალოდნელ შეზღუდვებთან დაკავშირებით. მათ ურჩევენ, ავტომანქანები ლიეტუვაში ხელმეორედ დაარეგისტრირონ ან დატოვონ ევროკავშირი.

11 მარტიდან რუსული სარეგისტრაციო ნომრის მქონე მანქანების მფლობელები პასუხისმგებელნი იქნებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 515-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას და მანქანის ჩამორთმევას.

ღონისძიება გავრცელდება არა მხოლოდ რუსებზე, არამედ ევროკავშირის ყველა მოქალაქეზე. თუმცა, ეს არ შეეხება მათ, ვინც ტრანზიტით მოგზაურობს კალინინგრადის გავლით და წარადგენს ამ შემთხვევაში საჭირო დოკუმენტებს. მსგავსი მანქანები ლიეტუვაში 24 საათის განმავლობაში დარჩებიან. ამასთან, ტრანზიტის დროს ავტომობილში აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს მფლობელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომობილი ქვეყანაში არ დაიშვება.

14 თებერვლიდან ლატვიაში რუსული სანომრე ნიშნის მქონე მანქანების გამოყენება აკრძალულია. დარღვევის შემთხვევაში ავტომანქანა მფლობელს ჩამოერთმევა და გადაეცემა უკრაინას აგრესორ სახელმწიფოსთან ბრძოლაში მხარდაჭერის მიზნით, - აცხადებენ რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროში. მფლობელს ასევე მოეთხოვება 750-დან 2000 ევრომდე ჯარიმის გადახდა.

გარდა ამ ორი ქვეყნისა, რუსული რეგისტრაციის მქონე მანქანების შესვლა ასევე აიკრძალა ევროკავშირის სამ სხვა ქვეყანაში, რომლებსაც რუსეთთან აქვთ საზღვარი: ესტონეთი, ფინეთი და პოლონეთი. მოგვიანებით მათ შეუერთდა ნორვეგია, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ მონაწილეობს შენგენის შეთანხმებაში, ასევე გერმანია და ბულგარეთი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S