Accentnews.ge
ყაზახეთში უკრაინის ყოფილ ელჩს რუსეთში პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს

ყაზახეთში უკრაინის ყოფილ ელჩს რუსეთში პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს

04/03/2024 08:17:53 მსოფლიო

მოსკოვის სასამართლომ უკრაინის ყოფილ ელჩს ყაზახეთში პიოტრ ვრუბლევსკს დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა "სიძულვილის წაქეზების" მუხლით.

კრემლის პროპაგანდისტული TASS-ის ცნობით, სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების მოთხოვნა ვრუბლევსკის რუსეთში ექსტრადირების მომენტიდან ორი თვით დაპატიმრების შესახებ. დიპლომატი ასევე შეიყვანეს ძებნილთა სიაში. მანამდე ის ექსტრემისტად ჰყავდათ გამოცხადებული.

2022 წლის აგვისტოში ვრუბლევსკიმ უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრაზე საუბრსას თქვა: ”ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი მათგანის მოკვლას. რაც უფრო მეტ რუსს მოვკლავთ ახლა, მით ნაკლების მოკვლა მოუწევთ ჩვენს შვილებს.” ინტერვიუდან ფრაგმენტი ამ ციტატით გავრცელდა ინტერნეტში და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაიწყო ვრუბლევსკის სიტყვების შემოწმება.

შემდეგ ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ საუბარი ვრუბლევსკისთან, რის შემდეგაც მან ბოდიში მოიხადა მისი განცხადებისთვის. რუსულმა მხარემ უკრაინელი დიპლომატის ყაზახეთიდან გაძევება მოითხოვა. 2022 წლის ოქტომბერში უკრაინის პრეზიდენტმა გაათავისუფლა ვრუბლევსკი ელჩის თანამდებობიდან.

პიოტრ ვრუბლევსკი იყო უკრაინის ელჩი ყაზახეთში 2020 წლის დეკემბრიდან 2022 წლის ოქტომბრამდე. მანამდე ის იყო ბელარუსში უკრაინის საელჩოს მრჩეველი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S