Accentnews.ge
მერია: მარტვილში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მერია: მარტვილში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

04/03/2024 08:08:09 რეგიონები, რეკლამა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სერგიეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მარტვილის მერიის ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის მოადგილესთან, გივი ელიავასთან ერთად ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში ასფალტო-ბეტონის საფარით მოეწყობა საავტომობილო გზა. სამშენებლო სამუშაოების შპს „მარტვილავტოგზა“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 149 917 ლარს შეადგენს.

სერგიეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S