Accentnews.ge
ფინეთი პირველად მონაწილეობს NATO-ს ერთობლივ თავდაცვით წვრთნებში

ფინეთი პირველად მონაწილეობს NATO-ს ერთობლივ თავდაცვით წვრთნებში

04/03/2024 08:04:37 მსოფლიო

4 მარტს ნატოს სწავლება Nordic Response 2024 იწყება, რომელშიც ფინეთი პირველად მიიღებს მონაწილეობას, როგორც ალიანსის სრულუფლებიანი წევრი.

წვრთნები ფინეთში, შვედეთსა და ნორვეგიაში ჩატარდება.

სწავლება მოიცავს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო მანევრებს და მასში დაახლოებით 20 ათასი მონაწილე ჩაერთვება 14 ქვეყნიდან, მათ შორის 4100 ფინელი ჯარისკაცი.

წვრთნებში 100-ზე მეტი თვითმფრინავი მონაწილეობს, მათ შორის მოიერიშე თვითმფრინავები, ტანკერები, სატრანსპორტო და სადაზვერვო თვითმფრინავები, ასევე სხვადასხვა ვერტმფრენები.

პრეზიდენტმა ალექსანდრ შტუბმა განაცხადა, რომ ის თავის პირველ უცხოურ ვიზიტს 7 მარტს, ნორვეგიაში, წვრთნების დასაკვირვებლად განახორციელებს:

"ორი წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, რომ ფინეთის პრეზიდენტი თავისი პირველ სამუშაო ვიზიტით ნატოს წვრთნებზე ინაუგურაციიდან ერთი კვირის შემდეგ ჩავიდოდა, არ დავიჯერებდი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S