Accentnews.ge
საფრანგეთის თავდაცვამ უკრაინას მიწოდებული სამხედრო ტექნიკის სია გამოაქვეყნა

საფრანგეთის თავდაცვამ უკრაინას მიწოდებული სამხედრო ტექნიკის სია გამოაქვეყნა

04/03/2024 07:52:40 მსოფლიო

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან 2023 წლის დეკემბრის ბოლომდე გაგზავნილი სამხედრო დახმარების სია.

„ჯამში, საფრანგეთმა უკრაინას 2,615 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო ტექნიკა მიაწოდა, რასაც ემატება ევროპის მშვიდობის ფონდისთვის შემოწირული 1,2 მილიარდი ევრო, ანუ საუბარია 3,8 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების მხარდაჭერაზე 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე. ამ ფინანსურ ძალისხმევას თან ახლავს გადამწყვეტი ქმედებები სასწავლო სფეროში: დაახლოებით 10000 უკრაინელი ჯარისკაცი უკვე გაწვრთნილი ჰყავს პოლონეთისა და საფრანგეთის არმიებს“, - ნათქვამია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

სიაში ნახსენებია 30 "კეისრის" საარტილერიო დანადგარი, ექვსი Mistral MANPADS, 160 სადაზვერვო დრონი. ამასთან, რაკეტმზიდები – Crotale, Aster და SCALP – რაოდენობა არ არის მითითებული.

16 თებერვალს უკრაინამ და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ამის შემდეგ საფრანგეთმა გამოაცხადა სამი მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება უკრაინისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S