Accentnews.ge
რუსეთში, სამარასთან სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს

რუსეთში, სამარასთან სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს

04/03/2024 07:45:35 მსოფლიო

სამარას რაიონში, ზვეზდა-ჩაპაევსკის სარკინიგზო მონაკვეთზე, უცნობმა პირებმა ხიდი ააფეთქეს, იუწყება რუსული სახელმწიფო სააგენტო "რია ნოვოსტი".

კუიბიშევის რკინიგზამ დაადასტურა, რომ ამ მონაკვეთზე მატარებლის მოძრაობა შეჩერდა „რკინიგზის მუშაობაში არაავტორიზებული პირების უკანონო ჩარევის გამო“.

ტელეგრამ–არხ "ბაზას" ცნობით, აფეთქების ხმა გამთენიისას გაისმა. ხიდზე სავარაუდოდ, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟეს.

როგორც იუწყებიან, დაზიანებულია ხიდის ლითონის კონსტრუქციები და შემოღობვა, მაგრამ არა ბეტონის საყრდენი.

შემთხვევის ადგილზე რუსეთის ეროვნული გვარდიის თანამშრომლები არიან მობილიზებული. აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა შეჩერებულია.

„რკინიგზის ხაზი აგრესორმა სახელმწიფომ გამოიყენა სამხედრო ტვირთის გადასაზიდად, კერძოდ სამარას ოლქის ქალაქ ჩაპაევსკში, სს პოლიმერის ქარხნის მიერ წარმოებული საინჟინრო საბრძოლო მასალის ტრანსპორტირებისთვის. სარკინიგზო ხიდის დაზიანების ხასიათის გათვალისწინებით, მისი გამოყენება შეუძლებელი იქნება დიდი ხნის განმავლობაში“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S