Accentnews.ge
ნიკი ჰეილიმ დონალდ ტრამპს ვაშინგტონში პრაიმერისი მოუგო

ნიკი ჰეილიმ დონალდ ტრამპს ვაშინგტონში პრაიმერისი მოუგო

04/03/2024 07:31:30 მსოფლიო

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა კანდიდატმა ნიკი ჰეილიმ ვაშინგტონში პრაიმერისი მოუგო ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს.

თუმცა, როგორც ამერიკულ მედიაში წერენ, მოსალოდნელია, რომ 5 მარტს, მაშინ, როცა ერთ დღეში 16 შტატში ტარდება პრაიმერისის პროცესი, ტრამპი დელეგატების დიდ მხარდაჭერას მიიღებს.

ამჟამად ტრამპს 244 საპრეზიდენტო დელეგატი უჭერს მხარს, ხოლო ჰეილის - მხოლოდ 43. ნომინაციაში გამარჯვებისთვის საჭიროა 1 215 დელეგატის მხარდაჭერა.

ტრამპის კამპანია ჰეილის გამარჯვებას სარკასტულად გამოეხმაურა და მიულოცეს "ჭაობის დედოფლად დასახელება იმ ლობისტებისა და კოლუმბიის ოლქის შიდა კავშირების მიერ, რომლებსაც დაკარგული სტატუს კვოს შენარჩუნება უნდათ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S