
სანქციების რისკის გამო, თურქეთის ექსპორტი რუსეთში მნიშვნელოვნად იკლებს
04/03/2024 06:56:02 მსოფლიო
თურქეთის ექსპორტი რუსეთში 2024 წლის თებერვალში შეფასებულია 670 მილიონ აშშ დოლარად, 2023 წლის თებერვლის 1 მილიარდი დოლარის წინააღმდეგ, - მონაცემებს თურქეთის ვაჭრობის სამინისტრო აქვეყნებს. თებერვალში ასევე შემცირდა იმპორტი რუსეთიდან თურქეთში, რომელიც 2 მილიარდი დოლარიდან 1,3 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
ქვეყნებს შორის ვაჭრობის შემცირების მიზეზი აშშ-ს მხრიდან მეორადი სანქციების რისკი გახდა. 2023 წლის 22 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანებულებით დაწესდა შეზღუდვები კომპანიებისთვის, რომლებიც ხელს უწყობენ ანტირუსული სანქციების თავიდან აცილებას. აშშ–ში ამგვარი კომპანიების ქონება და შეიძლება, დაყადაღდეს.
ამ ფონზე თურქულმა ბანკებმა რუსული კომპანიების ანგარიშების დახურვა დაიწყეს. შეზღუდვები შეეხო ფიზიკურ პირებსაც - ახლა უფრო მკაცრი მოთხოვნებია დაწესებული რუსებისთვის, რომელთაც სურთ ანგარიშის გახსნა თურქულ ბანკში.