Accentnews.ge
პისტორიუსი: "რუსეთს საინფორმაციო ომი აქვს გაჩაღებული, რომლის მიზანი გერმანიის შიგნით უთანხმოების გაღვივება არის"

პისტორიუსი: "რუსეთს საინფორმაციო ომი აქვს გაჩაღებული, რომლის მიზანი გერმანიის შიგნით უთანხმოების გაღვივება არის"

04/03/2024 06:44:52 მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის განცხადებით, "რუსეთს საინფორმაციო ომი აქვს გაჩაღებული, რომლის მიზანი გერმანიის შიგნით უთანხმოების გაღვივება არის".

ეს იყო პისტორიუსის პირველი რეაქცია რუსული მედიის მიერ სავარაუდოდ, გერმანიის მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრების ონალაინ შეხვედრის ჩანაწერის გამოქვეყნებაზე.

ჩანაწერის თანახმად, სავარაუდოდ, გერმანიის საჰაერო თავდაცვის ოფიცრები არ ეთანხმებიან გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებას, რომლის თანახმად, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ „ტაურუსის“ ტიპის რაკეტების გამოყენებისთვის იქ გერმანელი სამხედროების ყოფნაა საჭირო. ამასთან, სავარაუდოდ, თავდაცვის ოფიცრები განიხილავენ "ტაურუსით" ქერჩის ხიდის დაბომბვას, რომელიც რუსეთის ტერიტორიას მოსკოვის მიერ ანექსირებულ უკრაინის ნახევარკუნძულ ყირიმთან აკავშირებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S