
ოდესაში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა
04/03/2024 05:40:50 მსოფლიო
ოდესაში რუსეთის არმიის თავდასხმის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევების ქვეშ, კიდევ ორი ბავშვის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, თავდასხმის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა.
დაღუპულია 12 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი. რუსული აგრესიის ყველაზე პატარა მსხვერპლები 4 და 7 თვის ჩვილები არიან.
რუსულმა ძალებმა 2 მარტის ღამეს ოდესას დრონებით შეუტიეს. ოდესაში 3 მარტი გლოვის დღედ იყო გამოცხადებული.