Accentnews.ge
ზელენსკი: მსოფლიომ უნდა უპასუხოს რუსული ბოროტების ყველა გამოვლინებას

ზელენსკი: მსოფლიომ უნდა უპასუხოს რუსული ბოროტების ყველა გამოვლინებას

04/03/2024 05:32:22 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 მარტს მოუწოდა მსოფლიოს, დაეხმარონ კიევს „რუსული ბოროტების“ დამარცხებაში.

"რუსეთის ყოველი დანაკარგი ფრონტზე არის ჩვენი ქვეყნის პასუხი რუსულ ტერორისთვის. მსოფლიომ უნდა უპასუხოს რუსული ბოროტების ყველა გამოვლინებას და მოიგერიოს რუსეთის ქმედება", - თქვა ზელენსკიმ მას შემდეგ, რაც მაშველებმა დაასრულეს ოდესაზე თავდასხმის შედეგად შენობის ნანგრევებში მსხვერპლის ძებნა.

მოგვიანებით ზელენსკიმ თავის ღამის ვიდეომიმართვაში თქვა, რომ საჭიროა პოლიტიკური ნება, რათა უკრაინა უზრუნველყოფილი იქნეს დახმარებით.

"ომი რუსეთისთვის უიმედო უნდა გახდეს... მათ უნდა იგრძნონ, რომ არის ძალა, რომელიც ანადგურებს მათ, ვინც ცხოვრების განადგურებას ცდილობს. თუ ეს არ მოხდება და ამერიკა [და] ევროპა დამარცხდება ირანულ "შაჰედებთან" ან რუსულ თვითმფრინავებთან, ეს ისტორიაში დარჩება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თავი“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის: 2 მარტს ოდესაზე რუსეთის არმიის დრონებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, მათ შორის რამდენიმე ბავშვია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S