Accentnews.ge
ოდესაზე რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა

ოდესაზე რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა

03/03/2024 07:34:44 მსოფლიო

ოდესაში, საცხოვრებელ სახლზე დრონით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეჰ კიპერი აცხადებს, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება.

მანამდე, მაშველებმა ნანგრევების ქვეშ 3 თვის ბავშვის და მისი დედის ცხედრები იპოვეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 წლის ბავშვიც. ამის შესახებ ოლეჰ კიპერმა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ განაცხადეს.

შეგახსენებთ, რომ ოდესაზე რუსეთმა მორიგი თავდასმა 2 მარტს განახორციელა.

3 მარტი ოდესის ოლქში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S