Accentnews.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ძუსაში 4 ადამიანი დაიხრჩო

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ძუსაში 4 ადამიანი დაიხრჩო

02/03/2024 19:07:34 საზოგადოება

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში, მდინარე ძუსაში 4 ადამიანი დაიხრჩო.

არსებული ინფორმაციით, 5 ადამიანი "ქადაგიძის რაფის" ჩანჩქერზე იმყოფებოდა, რა დროსაც ერთ-ერთს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა. თანმხლები პირები წყალში მის დასახმარებლად გადახტნენ, თუმცა ისინი მდინარემ გაიტაცა.

მოგვიანებით, მაშველებმა ოთხი პირი მდინარიდან ამოასვენეს.

რაც შეეხება მეხუთე პირს, იგი ჰოსპიტალიზებულია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაღუპულია სოფელ საზანოში მცხოვრები მამა-შვილი და სტუმრად მყოფი ორი ახალგაზრდა გოგო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S