Accentnews.ge
რუსეთი: უკრაინამ ყირიმს 38 დრონით შეუტია

რუსეთი: უკრაინამ ყირიმს 38 დრონით შეუტია

03/03/2024 06:58:25 მსოფლიო

რუსეთი ყირიმზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყება.

"3 მარტს გამთენიისას რუსეთის საჰაერო თავდაცვამ უკრაინის მიერ ყირიმის მიმართულებით გაშვებული 38 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა", – ირწმუნება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

უპილოტო აპარატების განადგურების შესახებ ცნობა ყირიმის ფეოდოსიის პორტში აფეთქებების ხმას მოჰყვა, რომლის შესახებაც მოქალაქეები სოციალურ ქსელში, ცოტა ხნით ადრე წერდნენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს არის თუ არა მსხვერპლი.

3 მარტის ღამეს, ორი საათის განმავლობაში შეზღუდული იყო საგზაო მოძრაობა ფეოდოსიის სიახლოვეს, მათ შორის – „ყირიმის ხიდზე“.

უკრაინას კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებული სამხედრო და სხვა ობიექტები, მათ შორის რუსეთის მიერ აშენებული ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდი, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S