
ალასკაში სავარაუდოდ, ჩინური "ჯაშუში საჰაერო ბუშტი" ჩამოაგდეს
02/03/2024 15:47:11 მსოფლიო
ალასკაში აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავმა სავარაუდოდ, ჩინური "ჯაშუში საჰაერო ბუშტი" ჩამოაგდო.
ბუშტი საჰაერო სივრცეში მეთევზეების ჯგუფმა შენიშნა და ფოტო და ვიდეომასალა FBI-ს მიაწოდა. ამ უკანასკნელმა ობიექტი აქამდე აღმოჩენილი სხვა "ჯაშუში საჰაერო ბუშტების" მსგავსად მიიჩნია.
დაახლოებით ერთი წლის წინ, ჩინური "ჯაშუში საჰაერო ბუშტი" სამხრეთ კაროლინაში, ატლანტის ოკეანის თავზეც ჩამოაგდეს.