Accentnews.ge
გერმანია იძიებს ბუნდესვერის ოფიცრების საუბრის ჩანაწერის გაჟონვას

გერმანია იძიებს ბუნდესვერის ოფიცრების საუბრის ჩანაწერის გაჟონვას

02/03/2024 15:34:22 მსოფლიო

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ბუნდესვერის ოფიცრების საუბრის ჩანაწერის გაჟონვასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

„ის, რაც ვრცელდება, ძალიან სერიოზული საკითხია, ამიტომ, გამოძიება ძალიან ფრთხილად, ინტენსიურად და სწრაფად მიმდინარეობს“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

რუსეთის პროპაგანდისტული ტელევიზიის RT-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა გერმანელი მაღალი რანგის ოფიცრების საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა.

გავრცელებულ აუდიოჩანაწერში გერმანელი ოფიცრები უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემას განიხილავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S